1999 წელს მოდელის პირველი თაობა შეცვალა ახალმა Jeep Grand Cherokee WJ მოდელმა. ახალ მოდელი შედარებით დიდი იყო წინამორბედთან შედარებით და უკვე აღარ იყო დაკომპლექტებული მექანიკური გადაცემათა კოლოფით. შეიცვალა ძრავიც. ამერიკული ბაზრისთვის დაკომპლექტდა კრაისლერის PowerTech , 195 HP და V8 4,7 235-265 ცხენის ძალით. საექპორტო ვერსიებში გამოყენებული იყო 2,7 და 3,1 ლიტრი მოცულობის ძრავები.

ავტომობილს გააჩნდა რთული Quadra-Drive ორ სახეფურიანი ბლოკირების სისტემა. ჩვეულებრივ სვლაზე მუშაობდა წინა წამყვანი ავომატური მოკიდებით. დაბალი გადაცემის ჩართვისას ირთვებოდა ბლოკირების სისტემა, რომელსაც ავტომობილი გადაყავდა 4X4 სისტემაზე. ამ მოდელის გამოშვება შეწყდა 2004 წელს. 2006 წელს ჩინურმა კომპანიამ Beijing Jeep Corporation შეისყიდა წარმოების ხაზი და განაახლა აღNიშNული მოდელის გამოშვება.